ოზურგეთში მასშტაბური ბოლო ზარი გაიმართა

დღეს ოზურგეთში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე – მოსწავლეების, მასწავლებლების და მშობლების ჩართულობით მასშტაბური ბოლო ზარი გაიმართა.

ახალგაზრდებს დღევანდელი დღე მიულოცეს და წარმატებები უსურვეს გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, ოზურგეთის მერის მოადგილეებმა გიორგი ღურჯუმელიძემ, ნათია გოლიაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ.

ბოლო ზარის დასრულების შემდეგ ახალგაზრდების განწყობაზე DJ გიგა პაპასკირმა იზრუნა.

ღონისძიება ოზურგეთის მერიის მხარდაჭერით და საგანმანათლებო რესურსცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

მსგავსი სტატიები