სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა და განახლება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს

„დასრულების ეტაპზეა დაბა ნასაკირალისა და სოფელ ძიმითში მინი სტადიონის მშენებლობის სამუშაოები. მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში დასრულდება სანაპიროს ქუჩაზე, ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე პარკში და კულტურისა და დასვენების პარკში სტადიონების მშენებლობა,“ – განაცხადა მერიის სხდომაზე, ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ.

როგორც მერმა აღნიშნა, ეს პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება, ვიდრე სპორტული ინფრასტრუქტურა თანაბრად ხელმისაწვდომი არ გახდება ყველასათვის.

მსგავსი სტატიები