ქართული ჩაის ფესტივალი

დღეს, შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში ქართული ჩაის ფესტივალი გაიმართა, რომელსაც მოქალაქეებთან ერთად, საკანონმდებლო, გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღონისძიებაზე სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან, 60-მდე ჩაის მწარმოებელმა და საოჯახო მეურნეობების წარმომადგენლებმა თავიანთი პროდუქცია წარმოადგინეს.

ფესტივალზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ და შეეძინათ – ჩაი, თაფლი, ჩირი, ღვინო და სხვა პროდუქტები. ასევე, გაიმართა ჩაის დაყენებისა და გურული, ტრადიციული ხელნაკეთი ნივთების დამზადების მასტერკლასები.

ღონისძიება მუსიკალურად გაფორმდა ფოლკლორულ-ქორეოგრაფიული ნომრებით.

მსგავსი სტატიები