ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ.

დღეს 2020 წელს განსახორციელებელი პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტები ცხემლისხიდი-უჩხუბის, ასევე, ვაკიჯვარისა და ფამფალეთის მოსახლეობამ შეარჩია.

ცხემლისხიდი-უჩხუბში სოფლის ცენტრის კეთილმოწყობა გადაწყდა, ბაღდადში კი ბახვის საზღვართან ხიდის რეაბილიტაცია, ასევე, გარე განათებისა და ცენტრის კეთილმოწყობა.

რაც შეეხება, ვაკიჯვარსა და ფამფალეთს, ადგილობრივებმა ცენტრისა და მოსაცდელების კეთილმოწყობა გადაწყვიტეს.

#გურია #ოზურგეთი2020 #სოფლისმხარდაჭერისპროგრამა

მსგავსი სტატიები