საკრებულოს სხდომა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო.

საკრებულოს წევრებმა, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საომარი მოქმედებების დროს გარდაცვლილთა და 8 სექტემბერს გურიაში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს.

დღის წესრიგის გაცნობამდე, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ 8 სექტემბერს მომხდარ სტიქიაზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ „ადგილობრივი, ცენტრალური ხელისუფლების, ოპერატიულად განხორციელებული ღონისძიებების შედეგად შესაძლებლობის მაქსიმუმი გაკეთდა დაზარალებულთა დასახმარებლად. ამ ეტაპზეც აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები და არც ერთი დაზარალებული ოჯახი ყურადღების გარეშე არ დარჩება.“ ასევე, მადლობა გადაუხდა ყველას გამოხატული თანადგომისთვის და მხარდაჭერისთვის. მანვე, ქვემო ნატანების საჯარო სკოლაში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. მისივე განცხადებით, უკვე გამოცხადებულია ტენდერი და მალე დაიწყება სკოლის სრული რეაბილიტაცია.

საკრებულომ, დღეს, სხდომაზე ორი განკარგულების პროექტი დაამტკიცა. ესენია: მუნიციპალიტეტის „მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმა“ და ,,საკრებულოს 2023 წლის IV კვარტლის სამუშაო გეგმა.“

საკრებულომ, მოისმინა და ცნობად მიიღო, 2022-2023 წლის 9 თვის მდგომარეობით ლეიკემიით და ონკოლოგიური დაავადებების მქონე პირების დახმარების და პროგრამის შესრულების შესახებ და იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიზნობრივად გამოყენების ფაქტობრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია.

მსგავსი სტატიები