საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

საკრებულომ, დღეს, რიგგარეშე სხდომაზე გარდა ანგარიშების მოსმენისა, დღის წესრიგით კიდევ 4 საკითხზე მიიღო გადაწყვეტილება. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა. ცვლილება შევიდა 2020 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში, სულ შემოსავლების და გადასახდელების ნაწილში ბიუჯეტი 7 431 349 ლარით გაიზარდა. ზრდა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულებამ განაპირობა. განსახორცილებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მოწონების თაობაზე განკარგულება საკრებულოს მიერ დამტკიცებულია. საკრებულომ დადგენილება მიიღო მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ. საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო ,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფოსათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების მისაღებად. განკარგულების პროექტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 3724 კვმ და 502 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების უსასყიდლოდ, საკუთრებაში სახელმწიფოს, შემდგომში შპს „ბლექ სი არენა ჯორჯია“-სთვის გადაცემას ეხება. დამტკიცდა ,,იაპონიის საელჩო საქართველოში და ოზურგეთის მუნიციპალიტეტს შორის, გრანტის გადაცემის თაობაზე გასაფორმებელი ხელშეკრულების შეთანხმების შესახებ“ განკარგულება, რაც ერთი ერთეული მცირეგაბარიტიანი ნაგავმზიდის და 20 ერთეული სანაგვე ურნის შეძენის მიზნით, იაპონიის საელჩოსგან გრანტის მიღებას ეხება.

მსგავსი სტატიები

შრიფტის ზომა
აირჩიეთ ფერი