ანგარიშების წარდგენა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საკრებულოს წევრების 2022 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშების წარდგენა დაიწყო.

დღეს, შემაჯამებელი ანგარიში საკრებულოს წევრმა გელა ჩავლეშვილმა წარადგინა. მან, იმ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც სამართლებრივი აქტების მიღება-დამტკიცებაში აისახა. ასევე, მოქალაქეებთან მიღება- შეხვედრების დროს წამოჭრილ პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება და ის სტატისტიკური მონაცემები წარმოადგინა, რომელიც საკრებულოს, ბიუროს და დარგობრივ კომისიებში მონაწილეობას ასახავს.

საკრებულოს წევრმა საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტში განხორციელებულ ცვლილებებიც შეაჯამა, რომელმაც ხელი შეუწყო, სოციალური მიმართულების სხვადასხვა პროგრამებს მოცულობის ზრდას, ცალკეული ახალი ქვეპროგრამების დაფინანსების მიმართულებით.

საკრებულოს წევრების მიერ ანგარიშების წარდგენა, წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად გრძელდება. გრაფიკი იხილეთ ბმულზე: http://ozurgeti.mun.gov.ge/?p=20488

მსგავსი სტატიები