შეხვედრა ანტი-დისკრიმინაციული პოლიტიკისა და პრაქტიკების თემაზე

თბილისში, ევროპის საბჭოს კონგრესისა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის თანამშრომლობით, მორიგი მასშტაბური ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, საკრებულოს აპარატის უფროსთან ნანა თავდუმაძესთან ერთად დაესწრო.

აღნიშნული შეხვედრა ანტი-დისკრიმინაციული პოლიტიკისა და პრაქტიკების თემაზე, ადგილობრივ და საერთაშორისო წარმომადგენლებს შორის გამოცდილებების გაზიარებას დაეთმო.

მონაწილეებმა დეტალურად იმსჯელეს ანტი-დისკრიმინაციული მიდგომების საერთაშორისო პერსპექტივებზე, ინკლუზიური კომუნიკაციის უზრუნველყოფასა და ანტი-დისკრიმინაციული ეთიკის კოდექსის განხორციელებაზე.

ამასთან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსმა ნანა თავდუმაძემ მოწყვლადი ჯგუფების პოლიტიკის დაგეგმვაში ჩართვის უპირატესობებზე, სერვისებზე წვდომის გაძლიერებაში ინკლუზიური კომუნიკაციის როლზე, ასევე თანასწორობისა და ჩართულობის ხელშეწყობისათვის საჯარო ადმინისტრაციაში ეთიკისა და ქცევის კოდექსების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართული შეხვედრის ორგანიზატორებთან ერთად, ღონისძიებაში ჩართულნი იყვნენ, საქართველოს სახალხო დამცველის, ასევე ცენტრალური ხელისუფლებისა და აღნიშნული პლატფორმის წევრი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, ქართველი და უცხოელი ექსპერტები.

მსგავსი სტატიები