ბიუროს სხდომა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა.

ბიუროს გადაწყვეტილებით შესაბამისი დარგობრივი კომისიები განიხილავს შემდეგ განკარგულების პროექტებს:
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ;

მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ოზურგეთში მ. კოსტავას ქუჩა N1-ში მდებარე შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე არსებული 18.4 კვმ. ფართის სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე;

ქ. ოზურგეთში, ე. ნინოშვილისა და ა. ჟორჟოლიანის ქუჩებზე საგზაო ნიშნების განთავსების ორგანიზების შესახებ;

მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ვაკიჯვრის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;

ასევე, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 2023 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების თაობაზე;

და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ოზურგეთის ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონებების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.

მსგავსი სტატიები