დღეს, ეროვნულ გმირს ზაზა დამენიას 51 წელი შეუსრულდებოდა

დღეს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ეროვნულ გმირს ზაზა დამენიას 51 წელი შეუსრულდებოდა.

მხარის და ადგილობრივი ხელისფულების წარმომადგენლებმა, ეროვნული გმირის საფლავი ყვავილებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.

ზაზა დამენია 2004 წლის 16 აგვისტოს ცხინვალის რეგიონში საბრძოლო მოქმედებების დროს გმირულად დაიღუპა. სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისთვის, 2004 წლის 24 აგვისტოს, ზაზა დამენიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

მსგავსი სტატიები