ბიუროს სხდომა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ 5 საკითხზე იმსჯელა.

ბიუროს გადაწყვეტილებით, საკრებულოს კომისიებსა და ფრაქციებს დაევალათ, მერიის მიერ წარმოდგენილი 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა.

მუნიციპალიტეტის 2024 წლის მთავარი საფნინასო დოკუმენტის განხილვა, კომისიებსა და ფრაქციებში, წინასწარი განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად გაიმართება.

კომისიები, ასევე, განიხილავენ შემდეგ განკარგულების პროექტებს: მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების თაობაზე.

საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში აისახა ქ. ოზურგეთში სანაპიროს ქუჩისათვის სახელის გადარქმევისა და ,,ანზორ ერქომაიშვილის სახელობის სანაპიროს ქუჩის“ სახელის მინიჭების თაობაზე და მუნიციპალიტეტის სოფ. თხინვალში მდებარე მე-60 ქუჩის I ჩიხისთვის სახელის გადარქმევისა და ,,სერის ქუჩის“ სახელის მინიჭების შესახებ განკარგულების პროექტები.

მსგავსი სტატიები