ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

🎄ოზურგეთში, ცენტრალურ მოედანზე ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო!

დღეს, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საახალწლო ღონისძიება გაიმართა.

⭐️საზეიმო ღონისძიება, თეატრალიზებული წარმოდგენით დაიწყო. პროგრამის შემდეგ, მსმენელის წინაშე ზვიად ბოლქვაძე, სოფო გელოვანი, გიორგი სუხიტაშვილი, ნეკა სებისკვერაძე, ნოდიკო ტატიშვილი, ანი კეკუა და ჯგუფი „ირიაო“ წარდგნენ.

ღონისძიებას მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოსახლეობასთან ერთად დაესწრნენ.

🎉საზეიმო ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

 

მსგავსი სტატიები