ბიუროს სხდომა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ, საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცა.

სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა.

საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში განხილვა-დამტკიცების მიზნით, აისახა შემდეგი განკარგულების პროექტები: ,,მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის I კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ”; ,,მდგრადი განვითარების მიზნების მუნიციპალური დოკუმენტის დამტკიცების თაობაზე“; და ,,მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტი (2024 –2027 წლები) დამტკიცების შესახებ“; ასევე, ,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საკრებულო საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებაზე იმსჯელებს.

სხდომაზე, აგრეთვე, განიხილავენ,, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ დადგენილების პროექტს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა 31 იანვარს 11:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სტატიები