მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების (2024 – 2027 წლები) და მდგრადი განვითარების მიზნების მუნიციპალური დოკუმენტები დაამტკიცა.

საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტი, ორიენტირებული იქნება ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაზე. მასში განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების განხორციელება ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ ზრდას, ინფრასტრუქტურის განვითარებას, სოციალურ-კულტურული მდგომარეობის გაუმჯობესებას, გარემოს დაცვით მდგრადობას და მუნიციპალიტეტის ციფრულ მმართველობას.

ხოლო, მდგრადი განვითარების მიზნების მუნიციპალურ დოკუმენტი სრულად ეყრდნობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციებს, რომლის მიხედვითაც მუნიციპალურ პრიორიტეტებად განისაზღვრება 11 მიზანი და 30 ამოცანა.

მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარმოდგენილი განკარგულების პროექტები 34 ხმით დამტკიცდა.

მსგავსი სტატიები