მუნიციპალური დოკუმენტები დამტკიცდა

ოზურგეთის საკრებულომ, მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების (2024 – 2027 წლები) და მდგრადი განვითარების მიზნების მუნიციპალური დოკუმენტები დაამტკიცა.

საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტი (MDD) ორიენტირებული იქნება ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაზე. მასში გაწერილია ადგილობრივი ხელისუფლების ხედვა, მიზნები და ამოცანები, ასევე, მათი მიღწევის კონკრეტული მექანიზმები.

მდგრადი განვითარების მიზნების მუნიციპალური დოკუმენტი სრულად ეყრდნობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციებს, რომლის მიხედვითაც მუნიციპალურ პრიორიტეტებად განისაზღვრა 11 მიზანი და 30 ამოცანა.

აღნიშნული დოკუმენტების შემუშავებაში შეტანილი წვლილისთვის და მხარდაჭერისთვის ოზურგეთის მერის პირველმა მოადგილემ, გიორგი ღურჯუმელიძემ, მადლობა გადაუხადა სამუშაო ჯგუფის წევრებს – საჯარო მოხელეებს, ექსპერტ ნინო ლოლაძეს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, მთავრობას და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს.

მსგავსი სტატიები