2024 წლის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ – გზამკლევი და დანართები

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ოზურგეთში 2024 წლის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა და მოსახლეობასთან შეხვედრები იწყება.

საკონსულტაციო შეხვედრები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, მიმდინარე წლის 12-დან 25 თებერვლის ჩათვლით ჩატარდება.

მუნიციპალიტეტი უზურვენლყოფს კრებების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას, სხდომების ჩატარებას და მოქალაქეების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის თაობაზე საპროექტო წინადადებების მოქალაქეებისგან იღებენ მერიის უფლებამოსილი პირები, რომლებიც განსაზღვრული არიან მერის შესაბამისი ბრძანებით.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების მიმართულებებია:

ა) სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის, ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა და ა.შ.);

ბ) სარწყავი სისტემები;

გ) სანიაღვრე არხები;

დ) ნაპირსამაგრი სამუშაოები;

ე) გზები და გზისპირა მოსაცდელები;

ვ) ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები;

ზ) გარე განათება;

თ) სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;

ი) სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი;

კ) ამბულატორიის შენობები;

ლ) სასაფლაოების შემოღობვა და კეთილმოწყობა;

მ) სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი;

ნ) სკვერები, მათ შორის, საბავშვო სკვერები, შესაბამისი ინვენტარით, აგრეთვე სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები, შესაბამისი ინვენტარით;

ო) წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი;

პ) მინიჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა;

ჟ) გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და დამისამართების შესაბამისად, შესაბამისი ნიშნების, აგრეთვე ტურისტული ადგილების მიმანიშნებელი ნიშნების განთავსება.

იხ. დანართები:

საქართველოს მთავრობის განკარგულება

ოზურგეთის მერის ბრძანება

2024 წლის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ გრაფიკი

2024 წლის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ გრაფიკი და თანხა

სახელმძღვანელო

საპროექტო წინადადების დანართი 1

საპროექტო წინადადების დანართი 2

საპროექტო წინადადების დანართი 3

რეგისტრაციის ფორმა

მსგავსი სტატიები

შრიფტის ზომა
აირჩიეთ ფერი