ადამიანური რესურსების პოლიტიკისა და პროცედურების გზამკვლევი

პირველად საქართველოში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში შემუშავდა და დამტკიცდა ადამიანური რესურსების პოლიტიკისა და პროცედურების გზამკვლევი.
USAID/HICD ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პროგრამასთან თანამშრომლობის შედეგად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საქმიანობის სისტემური გაუმჯობესების პროცესი წარმატებით დაიწყო და ინსტიტუციური განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა.
განახლდა სამუშაოს შესრულების ხარისხის შეფასების წესი და მეთოდი, რის შედეგადაც გაძლიერდება სამუშაოს დაგეგმვისა და მენეჯერებსა და თანამშრომლებს შორის ეფექტური კომუნიკაციის კულტურა, განისაზღვრა პროფესიული განვითარების საჭიროებების გამოვლენისა და ინდივიდუალურად დაგეგმვის სტანდარტული პროცესი, ხოლო შეფასების მექანიზმი მთლიანობაში მკაფიოდ ორიენტირდა თანამშრომელთა პოტენციალის გამოვლენა-განვითარებასა და შენარჩუნებაზე.

მსგავსი სტატიები