საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2023 წლის ბიუჯეტის შესრულბის ანგარიშის  განიხილვა დაიწყო.
დღეს, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშზე იმსჯელა. კომისიის თავმჯდომარემ გელა ჩავლეშვილმა ყურადღება გაამახვილა 2023 წლის ბიუჯეტის პარამეტრებსა და შესრულების მაჩვენებელზე. მანვე აღნიშნა, რომ შემოსულობების ნაწილში კორექტირებული გეგმით გათვალისწინებული მაჩვენებელი გადაჭარბებითაა შესრულებული ( გეგმა – 61 789,7 ათასი ლარი, შესრულება – 61 915,9 ათასი ლარი.)
საკრებულოს წევრების შეკითხვებს ვრცლად მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები პასუხობდნენ.
კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია აღნიშნული პროექტის წარდგენა ბიუროსა და საკრებულოს სხდომებზე განხილვა-დამტკიცების მიზნით.

მსგავსი სტატიები