საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებში 2024 წლის ბიუჯეტის კორექტირებული პროექტის განხილვა დასკვნით ეტაპზეა.

მთავარ საფინანსო დოკუმენტზე, დღეს, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ იმსჯელა.

სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ გელა ჩავლეშვილმა აღნიშნა, რომ ბიუჯეტის პროექტი განხილულია საკრებულოს მუდმივმოქმედ კომისიებში, ცნობილია მისი პრიორიტეტები და ძირითადი პარამეტრები. ვრცლად აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კომისიის წევრების შეკითხვებს მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელი პასუხობდა.

წარმოდგენილი პროექტის მიხედვით 2024 წლის ბიუჯეტი 37 750.0 ათას ლარს შეადგენს, რომელიც პრიორიტეტების მიხედვით გადანაწილდება.

კომისიამ დადებითი დასკვნა შეიმუშავა და მიზანშეწონილად მიიჩნია, პროექტი წარდგენილი იქნას ბიუროსა და საკრებულოს სხდომებზე განხილვა-დამტკიცების მიზნით.

მსგავსი სტატიები