კომისიის სხდომა

ოზურგეთის საკრებულოს კომისიებში 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა გრძელდება.

მთავარ საფინანსო დოკუმენტზე საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიამ იმსჯელა.

ყურადღება გამახვილდა დარგობრივი კომისიას მიკუთვნებული საკითხების მიხედვით პრიორიტეტებსა და პარამეტრებზე.

პროექტის მიხედვით 2023 წლის ბიუჯეტი 33 649.0 ათას ლარს შეადგენს, რომელიც პრიორიტეტების მიხედვით გადანაწილდება.

განათლების დაფინანსება შეადგენს 6 570,0 ათასი ლარს, რაც 2022 წლის შესაბამის მაჩვენებელს 1250,0 ათასი ლარით აჭარბებს. მათ შორის სკოლამდელი განათლბის დააფინანსება იზრდება 1180,0 ათასი ლარით.

აგრეთვე, პრიორიტეტი კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი დაფინანსდება – 5 938,0 ათასი ლარით; ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით დაიხარჯება – 2 453,0 ათასი ლარი;

ვრცლად აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს წევრების შეკითხვებს მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა უპასუხა.

კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია პროექტის საკრებულოს სხდომაზე განხილვის შემდეგ, გამოთქმული წინადადებებისა და რეკომენდაციების შესაბამისად, კორექტირების მიზნით, მერიისათვის დაბრუნება.

მსგავსი სტატიები