სოფლებში ხანძრის ქრობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხანძრის ქრობითი სამუშაოები მეორე დღეა აქტიურად მიმდინარეობს. ვაკიჯვარსა და გომში დამატებითი ხანძრის კერები გაჩნდა. ცეცხლი გავრცელებული იყო ქარსაცავ ზოლზე და სოფელ გომის ტყეში. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. პროცესში დღეს დილიდან ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი. ადგილზე იმყოფება 120-მდე მეხანძრე-მაშველი გურიის, აჭარის და სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილებებიდან. შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობს. ადგილზე, ასევე იმყოფებიან ამავე სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. საგანგებო შტაბი 24 საათიან რეჟიმზეა გადასული.

მსგავსი სტატიები