საკრებულოს სხდომა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა.

სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებულ 10 საკითხზე იმსჯელეს.

საკრებულოს გადაწყვეტილებით დამტკიცდა შემდეგი სამართლებრივი აქტები: ,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ;“ და ,,მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების თაობაზე.“

საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო ,, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ და ,, გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის, როგორც მკაცრი აღრიცხვის ფორმისა და ამ ფორმის გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“ დადგენილებების მისაღებად.

საკრებულომ მოისმინა დადებითად შეაფასა და ცნობად მიიიღო მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის I კვარტლის შესრულების ანგარიში. ასევე, ცნობად იქნა მიღებული: ქ. ოზურგეთის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების რეგულირების არსებული მდგომარეობის შესახებ; მიუსაფარი და უპატრონო ძაღლების-მოვლა პატრონობის მდგომარეობის თაობაზე; 2023 წლის საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანილი და დამტკიცებული ქონების რეალიზაციის ფაქტობრივი მდგომარეობის შესახებ და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული კომუნალური მეურნეობის მართვის სფეროში არსებული მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო პროგრამების და მათი შესრულების ანალიზისა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადების თაობაზე ინფორმაცია.

მსგავსი სტატიები