დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა.
კომისიის წევრებმა განიხილეს და ცნობად მიიღეს ინფორმაცია სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და მძიმე საცხოვრებელი პირობებში მყოფი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამის შესრულების შედეგების შესახებ.