დარგობრივი კომისიების ერთობლივი სხდომა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებები იგეგმება.
დღეს, დარგობრივი კომისიების ერთობლივი სხდომა გაიმართა, სადაც 2024 წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში განსახორციელებელ ცვლილებებზე იმსჯელეს.
წარმოდგენილი პროექტით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელები და შემოსულობები (გასული წლის ნაშთისა და ვალდებულებების კლების ჩათვლით) 2024 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტით განსაზღვრულ მაჩვენებელთან შედარებით 95,4%-ით იზრდება. ეს ნიშნავს, რომ დაგეგმილი 37 750,0 ათასი ლარის ნაცვლად, ბიუჯეტი 73 758,0 ათასი ლარით განისაზღვრა.
პროექტის თანახმად, ბიუჯეტი იზრდება 36 008,0 ათასი ლარით, რომელიც პრიორიტეტებში გადანაწილდება.
საკრებულოს წევრებმა დადებითი დასკვნა შეიმუშავეს და მიზანშეწონილად მიიჩნიეს, აღნიშნული პროექტის წარდგენა საკრებულოს სხდომაზე განხილვა-დამტკიცების მიზნით.
აგრეთვე, საკრებულოს სხდომაზე განხილვა-დამტკიცება მიზანშეწონილად მიიჩნიეს, შემდეგი დადგენილების პროექტების: ,,მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ და ,,გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის, როგორც მკაცრი აღრიცხვის ფორმისა და ამ ფორმის გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე.
სხდომაზე, ასევე, იმსჯელებენ ,,მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ და ,,მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთის დადგენის თაობაზე“ დადგენილებებში ცვლილებების შეტანის შესახებ.

მსგავსი სტატიები