სოფელ ნატანებში, ჯაფარეული-ახალშენის გზის რეაბილიტაცია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში, ჯაფარეული-ახალშენის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მერიის თანადაფინანსებით ხორცილედება.

პროექტის ღირებულება 2 467 933 ლარს შეადგენს, რომლის ფარგლებში მოეწყობა 4 900 მეტრი სიგრძის გზა, ეზოებში შესასვლელები, სანიაღვრე არხები და გაბიონები.
მიმდინარე სამუშაოები, გურიის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ვასილ ჩიგოგიძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ, მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, საკრებულოს წევრებმა და ადგილობირივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

მსგავსი სტატიები