ბიუროს სხდომა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ 4 საკითხზე იმსჯელა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა.
ბიუროს გადაწყვეტილებით, შესაბამისი დარგობრივი კომისიები განიხილავს შემდეგ განკარგულების პროექტს: ,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ;“ და ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, დაბა ურეკი 2-ის ტერიტორიაზე ტურისტულ-დასასვენებელი სარეკრეაციო კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების, ინიცირების თაობაზე.“ აგრეთვე, ბიუროს წევრებმა მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტში განსახორციელებელ ცვლილებებზე იმსჯელეს.

მსგავსი სტატიები