ბიუროს სხდომა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა.
საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში განხილვა-დამტკიცების მიზნით, აისახა შემდეგი განკარგულების პროექტები: ,, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების თაობაზე.’’
აგრეთვე, ბიუროს გადაწყვეტილებით შესაბამისი დარგობრივი კომისიები განიხილავს მუნიციპალიტეტის ,,ნარჩენების მართვის 2023-2027 წლების სამოქმედო მუნიციპალური გეგმის“ დამტკიცების შესახებ განკარგულების პროექტს.

მსგავსი სტატიები