ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი, საკრებულოსთან არსებულმა საზოგადოებრივმა დარბაზმა განიხილა

შეხვედრას, რომელიც დისტანციურად, ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით გაიმართა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე უძღვებოდა. მან მადლობა გადაუხადა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს საბიუჯეტო პროცესში აქტიურად მონაწილეობისთვის და შეხვედრის მონაწილეებს საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების მიერ შემუშავებული დასკვნები გააცნო.

საზოგადოებრივი დარბაზის წევრების შეკითხვებს მერიის საფინანსო -საბიუჯეტო სამსახურის წარმომადგნელებმა უპასუხეს და მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით წარმოდგენილ ძირითად პარამეტრებზე გაამახვილეს ყურადღება.

ოზურგეთის საკრებულომ აღმასრულებელ ორგანოს, წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი დაუბრუნა და დარგობრივი კომისიების, ფრაქციების დასკვნები წარუდგინა.

მსგავსი სტატიები