გაერთიანებული ერების ორგანიზაციების მდგრადი განვითრების მიზნებსა და ევროპული სოლიდარობის დღეებს მიეძღვნა საინფორმაციო-საგანმანათლებლო ვებინარი, რომელშიც ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია , საკრებულოს აპარატის უფროსი ნანა თავდუმაძე, გურიის მხარის ადმინისტრაციისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ

ვებინარს, საერთაშორისო ექსპერტი მდგრადი განვითარების საკითხებში, ინგა ბელოუსა უძღვებდა. ლატვიაში, პრეილში, უკვე მეორე წელია სოლიდარობის ევროპული დღეები იმართება, რომლის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP), წევრი ქვეყნების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა სხვადასხვა სფეროში. წელს, პირველად მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებებში ნიჟინის (უკრაინა), პრეილის (ლატვია) მუნიციპალიტეტებთან ერთად, როგორც ახალი პარტნიორი ოზურგეთიც ჩაერთო.

„მივესალმებით ურთიერთობების გაღრმავებას. ეს არის ზუსტად ის გზა, რომელიც დაგვეხმარება მრავალმხრივი თანამშრომლობაში. ამგვარ ურთიერთობებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ქვეყნებისთვის.“- აღნიშნა შეხვედრისას დავით დარჩიამ

შეხვედრა პროექტის, “ერთობლივი მუშაობა ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებში განვითარების ხელშეწყობის მიზნით” ფარგლებში გაიმართა.

მსგავსი სტატიები