საკრებულოს წევრებმა გასული წლის საქმიანობა შეაჯამეს

ოზურგეთის საკრებულოში ანგარიშების წარდგენა აქტიურად მიმდინარეობს.

” ანგარიშვალდებულება ჩვენი მოქალაქეების წინაშე, საკრებულოს წევრისთვის, არის როგორც თვითმმართველობის კოდექსით და რეგლამენტით დადგენილი, აგრეთვე, ჩვენი საქმიანობის უმნიშვნელოვანესი პრინციპი. პანდემიიდან გამომდინარე, გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშებს, დროში ცოტა მოგვიანებით და განსხვავებული ფრომატით ვატარებთ. თუმცა მოქალაქეებს ეძლევათ სრული შესაძლებლობა ადევნონ თვალი ანგარიშგების პროცესს პირდაპირი ტრანსლაციის მეშვეობით და ონალინ ფრომატში მოგვმართონ შეკითხვებით, კონკრეტული წინადადებებით.” – აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ, რომელიც ანგარიშების წარდგენას უძღვებოდა.

საკრებულოს წევრებმა დავით მდინარაძემ და ვასილ ჩიგოგიძემ, უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელბულ აქტივობებზე ისაუბრეს. საანგარიშო პერიოდში, საკრებულოსა და მერიის წინაშე, მათ მიერ ინიცირებულ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება, როგორც ჯანდაცვისა და სოციალური, ისე განათლებისა და კულტურის მიმართულებით. მოქალაქეებს ინფორმაცია მიაწოდეს სამომავლო გეგმების შესახებ და მათ შეკითხვებს უპასუხეს.

მსგავსი სტატიები