საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 იანვრის N39 ბრძანების შესაბამისად დაიწყო სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2021 წლის საგაზაფხულო გაწვევა.
სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2021 წლის საგაზაფხულო გაწვევის პერიოდში გასაწვევ წვევამდელთა რაოდენობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტისათვის განისაზღვრა 93 წვევამდელით.კერძოდ:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში – 20 წვევამდელი.
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში – 60 წვევამდელი.
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში-13 წვევამდელი.