საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა. საკრებულოს წევრებმა გადაწყვეტილებები დღის წესრიგით გათვალისწინებულ 10 საკითხზე მიიღეს.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, ძირითადად, ნორმატიული აქტების პროექტებზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
იგეგმება ცვლილებები დადგენილებაში, რომელიც მერისა და საკრებულოს წევრების მიერ ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესს და მათ მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშის ფორმას ეხება. ანგარიშების ფორმა და ვადები განისაზღვრება, საბიუჯეტო ორგანიზაციების ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებაც. პროექტებთან დაკავშირებით, საკრებულოს სარეკომენდაციო წერილით, ადგილობრივმა ორგანიზაციამ საქართველოს დემოკრატიული განვითარების კვაშირმა მიმართა.
საკითხების ერთობლივი განხილვა დარგობრივ კომისიაში შედგა. დადგენილებების მისაღებად საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
მერიამ საკრებულოს, მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხაში შესატანი ცვლილებათა პროექტი წარუდგინა. პროექტის მიხედვით ცვლილება მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურს და დებულებას ეხება. აღნშნულ პროექტებზე საკრებულოს გადაწყვეტილებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
კიდევ ერთი პროექტი, რომლის დასამტკიცებლად წარმოების პროცესი დაიწყო სახელმწიფო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენას ეხება.
საკრებულომ, დროებით სამუშაო ჯგუფებს, რომლებიც გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების 2019-2022 წლების სტრატეგიით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგისა და შეფასების, აგრეთვე, ,,ქალაქ ოზურგეთის გენერალური გეგმის მომზადების პროცესში“ – მოქალაქეთა ინფორმირებისა და ჩართულობის მიზნით შეიქმნა, უფლებამოსილების ვადა გაუგრძელა.
დღესვე, ცნობად მიიღეს 2020 წელს გაწეული მუშაობის შესახებ საკრებულოს წევრების მიერ წარდგენილი ანგარიშები.
სდომის დასასრულს საკრებულოს აპარტის უფროსმა ნანა თავდუმაძემ, საკრებულოს წევრებს ინფორმაცია მიაწოდა OGP Local -ის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განხორციელებულ აქტივობებსა და სამომავლო გეგმებზე.

მსგავსი სტატიები