შემოქმედის სამონასტრო კომპლექსი

შემოქმედის სამონასტრო კომპლექსი: მაცხოვრის სახელობის ეკლესია, ეკლესია „ზარზმა,“ სამრეკლო, გამოქვაბული, გალავანი;

შუა საუკუნეების სამონასტრო კომპლექსი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ შემოქმედში, შემოქმედის ეპარქიის ცენტრი. მდებარეობს მდინარე ბჟუჟის მარცხენა ნაპირზე.

მონასტერი ორი ტაძრისაგან და მეთექვსმეტე საუკუნეში აშენებული სამრეკლოსაგან შედგება.

მარჯვენა ტაძარი XII საუკუნის ,,ღვთაებაა“, მარცხენა _ XVI საუკუნის ,,ზარზმა“, რომელიც ვახტანგ I გურიელმა საგანგებოდ ააგო 1572 წელს, რათა შიგ დაებრძანებინა ზარზმის მონასტრიდან XVI საუკუნეში გადმოსვენებული ფერისცვალების ხატი. იგი დღემდე შემორჩენილ ქართულ ხატებს შორის უძველესია და 886 წლით თარიღდება. ორივე ტაძარი ერთმანეთზეა მიშენებული.

შემოქმედის მონასტერს მდიდარი და მრავალფეროვანი წიგნსაცავები ჰქონდა. აქ დაცული იყო ორი შესანიშნავი ხელნაწერი: “გულანი” ანუ ლოცვანი და “ფუტკარი” ანუ ბერძნული ეკლესიის ზოგი წმიდანის ცხოვრების კრებული, მასში ასევე მოთხრობილია ქართული და სომხური ეკლესიების განხეთქილების ამბავი, VI და VII საუკუნეების ქალკედონიის კრების შემდეგ. შემოქმედის მონასტერი მდიდარ მამულებს ფლობდა. შემოქმედის მონასტერი იყო შემოქმედელი ეპისკოპოსებისა და გურიელების საგვარეულო საძვალე.

#შემოქმედისმონასტერი

მსგავსი სტატიები

შრიფტის ზომა
აირჩიეთ ფერი