რა გადაწყვეტილებები მიიღეს თხინვალში, კონჭკათსა და შრომაში

სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, თხინვალის, კონჭკათის და შრომის მოსახლეობასთან კონსულტაციები გამართეს.

კრებაზე, ადგილობრივებმა სოფლის საჭიროებები წარმოადგინეს და კენჭისყრის საშუალებით პრიორიტეტული პროექტები შეარჩიეს:
კონჭკათის, მაცხოვრებლებმა ცენტრალური გზაზე გარე განათების მოწყობა, სანიაღვრე არხების გაწმენდა და ამბულატორიის რეაბილიტაცია აირჩიეს.
თხინვალში, ჭაბურღილის, მოსაცდელის და გარე განათების მოწყობაზე შეჯერდნენ.
შრომაში, საჭიდაო დარბაზის გადახურვა და ბეტონის გზის მოწყობა გადაწყდა.
ორმეთში, სასაფლაოს და სკვერის შემოღობვა, მოსაცდელისა და ბეტონის საფარის მოწყობა გადაწყვიტეს.
მოცვნარის მაცხოვრებლებმა პრიორიტეტად შიდა საუბნო გზების მშენებლობა დაასახელეს.
ზედუბანში, მოსაცდელისა და ბეტონის გზის მშენებლობაზე შეჯერდნენ.
ვაკის მოსახლეობამ გაბიონების, მილხიდის და ბეტონის გზების მოწყობა შეარჩია.
ხრიალეთში, ადგილობრივთა უმრავლესობა ეკლესიისკენ მისასვლელი გზების და გაბიონების მოწყობაზე შეთანხმდა.

მსგავსი სტატიები