ლიხაურის ღვთისმშობლის სახელობის დარბაზული ეკლესია

ლიხაურის ეკლესია – XII საუკუნის II ნახევრის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია გურიის მხარეში, სოფელ ლიხაურში.

ეკლესია მდებარეობს სოფლის ცენტრში შემაღლებულ ბორცვზე, ეკლესიას ერთი მხრიდან იცავს ქვის გალავანი, რომელშიც დატანებულია თლილი ქვით ნაგები ოთხკუთხიანი სამრეკლო. მას ხის სახურავი აქვს, რომელიც ოთხ, ძალზედ მახვილ ქვის სვეტს ეყრდნობა.  სამრეკლოზე არის წარწერა და გამოკვეთილია ვერძის თავი.

ეკლესია დარბაზული ტიპის ნაგებობაა.

დასავლეთიდან მიშენებული აქვს კარიბჭე, რომელიც მოგვიანებით უნდა იყოს მიდგმული. ეკლესიას ეტყობა გადაკეთებათა კვალი.

ეკლესიის ფრესკებიდან საინტერესოა ოთხი პორტრეტი ერისკაცებისა.

აქ ინახება ორი ძველი ქართული ხელნაწერი: “ოთხთავი” და “ჟამნი”.

ეკლესიის ხატებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს: წმიდა იაკობის ხატი, რომელიც იმდენად ძველია, რომ ხეზე გამოსახულება არ ჩანს; ღმრთისმშობლის ხატი დაუსაბამო ჩვილით; მაცხოვრის მცირე ხატი ხის კუბოში. ხატებზე გამოკვეთილი წარწერების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ისინი უძველესია გურიის ძველ წარწერებს შორის, რომლებიც გვხვდება შემოქმედში, ჯუმათში და ამ მხარის ზოგიერთ სხვა ეკლესიაში.

#ლიხაურისეკლესია

შრიფტის ზომა
აირჩიეთ ფერი