ასკანის ციხე 

ასკანის ციხე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირში მდებარეობს.

ნაგებობა რამდენიმე სამშენებლო ფენას მოიცავს, რომელთაგან უძველესი IV საუკუნისაა, უახლესი კი – XIX საუკუნისა. გადმოცემის თანახმად ციხეზე გაულაშქრია მურვან-ყრუს, მის გურიაში ლაშქრობას ქართლის ცხოვრება ადასტურებს.

1774 წელს ასკანის ციხე ლიხაურსა და ბუკისციხესთან ერთად თურქებმა აიღეს. იმავე წელს მამია IV გურიელმა და სოლომონ I-მა სიმაგრეები უკან დაიბრუნეს. ასკანის ციხისთავები ასათიანები იყვნენ. 1805 წელს ქაიხოსრო გურიელმა ციხე წაართვა ურჩ ციხისთავს – ასათიანს. გურიელმა ციხე განაახლა და სამთავროს მთავარ საპყრობილედ აქცია.

1819 წელს ციხის აღებას აჰმედ-ფაშა ხიმშიაშვილი ცდილობდა.

1828 წელს ასკანის ციხეში გამაგრებული გურიაში რუსეთის მმართველობის დამკვიდრების წინააღმდეგ მებრძოლი სოფიო გურიელი. 30 სექტემბერს ასკანის ციხე რუსეთის ჯარმა დაიკავა. გარდა ციტადელისა კომპლექსი მოიცავს ეკლესიას, სასახლესა და სამეურნეო დანიშნულების სათავსებს. ნაგებობა დრესდღეობით ძალიან დაზიანებულია. ციხეს შესასვლელი სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში აქვს. ბაზილიკა ნაგები იყო თლილი ქვით, ციხე კი ფლეთილი ქვით კირხსნარზე.

#ასანისციხე

მსგავსი სტატიები