ბიუროს სხდომა

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვა იწყება საკრებულოში.

ბიურომ სხდომაზე გრაფიკი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც  კომისიები და ფრაქციები ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს განიხილავენ და დასკვნებს მოამზადებენ.

ბიუროს გადაწყვეტილებით, ასევე,  ნორმატიული აქტის პროექტის განხილვა დაევალა დარგობრივ კომისიებს და ეს ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცებას“ ეხება.

მსგავსი სტატიები

შრიფტის ზომა
აირჩიეთ ფერი