სოფელ კონჭკათში გზის რეაბილიტაცია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, კონჭკათის ადმინისტრაციულ ერთეულში, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სოფელ კონჭკათში, ე. წ. განთიადის უბნიდან მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის მიმართულებით გზის ასფალტ-ბეტონით მოწყობის სამუშაოები დაიწყო. გზის რეაბილიტაციასთან ერთად ეწყობა გაბიონები და სანიაღვრე არხები. სამუშაოებს ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, მოადგილესთან გიორგი ღურჯუმელიძესა და სოფლის მაჟორიტარ ტარიელ აროშიძესთან ერთად გაეცნო.

დაახლოებით 2 კმ-დე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით, სრულდება.

მსგავსი სტატიები