სოფლებში სხვადასხვა ხილის და ბოსტნეული კულტურების სადემონსტრაციო ნაკვეთები მოეწყო

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ინიციატივით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სხვადასხვა ხილის და ბოსტნეული კულტურების სადემონსტრაციო ნაკვეთები მოეწყო.

პროექტის მიზანია: კულტურების მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და დაინტერესებული ფერმერებისათვის გაცნობა.
კივის, თხილის, ციტრუსის, სტევიას, სიმინდის, ბოსტნეულის 11 სადემონსტრაციო ნაკვეთი ოზურგეთის 8 სოფელში მოეწყო.

სამუშაოები მერიის აგროკონსულტანტის მეთვალყურეობით ტარდება.

 

სიმინდის სადემონსტრაციო ნაკვეთებზე დაითესა 3 სახის თესლი: ადგილობრივი პოპულაციის: “ლომთაგორა“ და “აჯამეთის თეთრი.“ სამივე ჯიშის სიმინდს ჩაუტარდება ერთნაირი აგროღონისძიებები და მოსავლის აღების პერიოდში შეფასდება მოსავლიანობა და ხარისხი.

დაინტერესებულმა ფერმერებმა დეტალური აგროკონსულტაციებისათვის მიმართეთ მერიის აგრონომს აკაკი ღლონტს, ტელ: 599211678.

მსგავსი სტატიები

შრიფტის ზომა
აირჩიეთ ფერი