ინფო-ტური

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ინფო ტური მოეწყო, სადაც ღირსშესანიშნაობები და ტურისტულად საინტერესო ადილები Welcome to Georgia-ს, Tourism Geo Iberia-ს, Geofit Travel-ის, ManGo Travel-ის, Geo Tour-ის, Iberia Tours Plus-ის, Georgia World Travel-ის, Voyage Georgia-ს, TTG -ის, paata.ge-სა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

ინფო ტურის მონაწილეებმა სოფელ ლიხაურში აჭის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერი, ექადიის ჯვართამაღლების ტაძარი, შალვა რადიანის სახელობის დვაბზუს ეთნოგრაფიული მუზეუმი, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი, ვარლამ სიმონიშვილის სახელობის მუზეუმი, მშენებლობის პროცესში მყოფი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის რეგიონული წარმომადგენლობის შენობა , მერაბ ბერძენიშვილის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეა, კურორტი გომის მთა, ვაკიჯვრის საკალმახე მეურნეობა და ოზურგეთში არსებული საოჯახო ტიპის სასტუმროები მოინახულეს.

ინფო-ტური ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით დაიგეგმა.

,,ტურისტულ კომპანიებს ჩვენს მუნიციპალიტეტში არსებული რამდენიმე კულტურული ძეგლი და მიმზიდველი ტურისტული ადგილები, ასევე საოჯახო სასტუმროები ვაჩვენეთ. ტურიზმის განვითარებისა და პერსპექტივების თვალსაზრისით, გურია და კონკრეტულად ოზურგეთის მუნიციპალიტეტი საკმაოდ საინტერესოა. მით უფრო მაშინ, როცა სულ უფრო იზრდება მოთხოვნები ეკოტურიზმის მიმართულებით. გურიის რეგიონი ამ მხრივ მართლაც უნიკალურია თავისი არაჩვეულებრივი ბუნებრივი რესურსებითა და პოტენციალით. საჯარო სექტორმა ხელი უნდა შეუწყოს კერძო ინვესტიციების მოზიდვას, ტურისტთა დაინტერესებას და ვფიქრობ, რომ ამ მხრივ, ჩვენს მიერ ორგანიზებული ინფო ტური წინ გადადგმული ნაბიჯია.“ – აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ტურიზმის განყოფილების უფროსმა, ირინა შალამბერიძემ.

#გურია #ოზურგეთი2018
#ინფოტურიგურიაში

მსგავსი სტატიები

შრიფტის ზომა
აირჩიეთ ფერი