გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის ორგანიზებით,პროექტის – უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის (SECTORs) – ფარგლებში, შრომის ბაზრის და ზრდის პოტენციალის მქონე ეკონომიკური სექტორების იდენტიფიცირების მიზნით ჩატარებული კვლევის საბოლოო შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.
ონლაინ შეხვედრას დაესწრო ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია.
პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების შესაძლებობების გაუმჯობესებას სექტორული პარტნიორობის წახალისების,
სამეწარმეო განათლების შეთავაზებისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვის გზით.
პროექტი ევროკავშირის მიერაა დაფინანსებული და ახორციელებს გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან,
დემოკრატიის ინსტიტუტთან და ასოციაცია „ათინათთან“ პარტნორობით.