ოზურგეთში მობილური ახალგაზრდული მუშაკები გაჩნდებიან

გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში “მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის” რეფორმის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მობილური ახალგაზრდული მუშაკები გაჩნდებიან.

პროექტის ორგანიზატორები „უნარები წარმატებისთვის – Skills for Success“ ფარგლებში, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შერჩეულ მონაწილეებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

აღნიშნული პროექტი, ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის მშენებლობასა და მუნიციპალიტეტის დონეზე, ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენას შეუწყობს ხელს.

შეხვედრაზე პროექტის ფარგლებში ჩართულ პირებს შორის თანამშრომლობასა და მათ მოლოდინებზე ისაუბრეს. „მობილური ახალგაზრდული მუშაკები“ (Mobile Youth Workers) რეგიონულ დონეზე ახალგაზრდებს არაფორმალური და ფორმალურს გარე განათლების მეთოდების გამოყენებით ახალგაზრდებთან ინდივიდუალური და ჯგუფური სამუშაოების გზით მათთვის საჭირო კომპეტენციებს გადასცემენ და ახალგაზრდული სერვისების განვითარებას შეუწყობენ ხელს. პროექტის მონაწილეები, საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაციის მიერ მომზადებულ „მობილური ახალგაზრდული მუშაკის ტრენინგ-პროგრამას“ გაივლიან და 20 მობილურ ახალგაზრდულ მუშაკს ახალგაზრდობის სააგენტო 2 წლის მანძილზე დაასააქმებს. აღნიშნულ პროექტს, „ახალგაზრდობის სააგენტო“, “გადავარჩინოთ ბავშვები“, „კონრად ადენაუერის ფონდი“, „საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაცია“ ევროკავშირის პროგრამის „უნარები დასაქმებისთვის“ (Skills4Jobs) ფარგლებში, პროექტს, „უნარები წარმატებისთვის“ ახორციელებენ.

#ახალგაზრდულიმუშაკი #მობილურიახალგაზრდულიმუშაკი #ოზურგეთი2021 #გურია

მსგავსი სტატიები