ქალაქ ოზურგეთში ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყო

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით მოასფალტდება კიტა მეგრელაძის, ძმები ერქომაიშვილების და კოსტავას ქუჩის შესახვევები.

სამუშაოები ამჟამად, ძმები ერქომაიშვილების ქუჩაზე მიმდინარეობს, რომელიც ოზურგეთის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძე მოინახულა.

პროექტის ფარგლებში, სანიაღვრე არხები და გზის რეაბილიტაცია სრულდება.

აღნიშნული ქუჩების სახელშეკრულებო ღირებულება 508 994 ლარს შეადგენს, რომელსაც შ.პ.ს „პალადა“ ახორციელებს.

#ქალქისქუჩებისრეაბილიტაცია#ოზურგეთი2021 #გურია

მსგავსი სტატიები