ონლაინ შეხვედრა NDI-ის ოფისის დირექტორთან

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, საკრებულოს წევრმა ლელა საჯაიამ NDI -ის ორგანიზებით, ონლაინ ფორმატის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრას NDI საქართველოს ოფისის დირექტორი, ალან გილამი ესწრებოდა.

შემაჯამებელ სამუშაო შეხვედრა, გენდერული თანასწორობის საბჭოების მიერ ჩატარებული მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების კვლევის შედეგების გაცნობას დაეთმო. განიხილეს გამოკვეთილი ადვოკატირების თემები და სამომავლო აქტივობებზე ინფორმაცია გაცვალეს.

ლელა საჯაიამ NDI-სთან თანამშრომლობის ფორმატში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გენდერული
თანასწორობის საბჭოს მიერ მოსახლეობის საჭიროებათა კვლევის მიზნით ჩაატარებული 5 ფოკუს
ჯგუფის შედეგები წარადგინა. კვლევის მიზანს შეადგენდა ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და მათი მცირე
საოჯახო ბიზნეს ინიციატივების წახალისება.
შეხვედრები ჩატარდა სოფელ გურიანთაში, სოფელ ცხემლისხიდში , სოფელ ქვედა
ბახვში და ქალაქ ოზურგეთში ზვანისა და მოიდანახეს უბნებში.

NDI აქტიურად თანაშმრომლობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან. პროგრამის ფარგლებში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება კვლევითი კომპონენტის გაძლიერებაა, რაც ხელს შეუწყობს მოქალაქეთა საჭიროებებზე ორიენტირებულ მუშაობას.

მსგავსი სტატიები