გურიის სანაპირო ზოლი ინტენსიურად იწმინდება

გურიის სანაპირო ზოლზე მეზობელ ქვეყანაში მომხდარი სტიქის შედეგად ზღვამ დიდი რაოდენობის ნარჩენები გამორიყა.
რამდენიმე დღეა შპს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია ააიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრის დახმარებით აქტიურად არის ჩართული გურიის სანაპირო ზოლის დასუფთავებაში, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ადამიანური რესურსი.
ამ დროისთვის გაწმენდილია ურეკის სანაპირო ზოლი. რაც შეეხება შეკვეთილის მონაკვეთს, მიმდინარეობს შედარებით მძიმე ნარჩენების შეგროვება და დღის ბოლომდე მოხდება მათი გატანა.

მსგავსი სტატიები