მერია

თემის ცენტრი (მერია, ნაღობილევი, ჭახვათა, ხვარბეთი). სოფელში არის საჯარო სკოლა, ბიბლიოთეკა.

მდებარეობს მდინარე ნატანების მარჯვნივ, სოფელში არის რკინიგზის სადგური ნატანები-ოზურგეთის ხაზზე, რომელიც შვიდ სოფელს ემსახურება, გადის ოზურგეთი-ურეკის სააავტომობილო გზა.

მერიაში განლაგებული იყო საბჭოთა საავიაციო ბაზა, ამჟამად მის ადგილზე განთავსებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელი.

სოფლის უწინდელი სახელწოდებაა გოგორეთი. გოგორეთი მოიცავდა სოფელ ახალსაყდარსაც. გოგორეთის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია XVII საუკუნით თარიღდება. უფრო გვიანდელია ნაკაშიძეთა კარის ეკლესია. 1841 წელს აქ გაიმართა გოგორეთის ბრძოლა. XX საუკუნის 20-იან წლებში სოფელი უკვე მჭიდროდ იყო დასახლებული.

1928 წლისთვის სოფლის მოსახლეობის უმრავლესობა დაბლობში, ანუ მერეში დასახლდა. მალე მრეს მოსახლეობამ გადააჭარბა თავდაპირველი დასახლების, გოგორეთის მოსახლეობას და სოფლის ცენტრიც მერეში გადავიდა.

#მერია

მსგავსი სტატიები

შრიფტის ზომა
აირჩიეთ ფერი