ოზურგეთში ინოვაციების ცენტრი გაიხსნება

დღეს, ავთანდილ თალაკვაძემ ქალაქ ოზურგეთში, ახლადაშენებული ტექნოპარკი მოინახულა და მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო.

„ოზურგეთში ვემზადებით ინოვაციების ცენტრის გახსნისთვის, რომელიც ახალი თაობისთვის ყველაზე მიმზიდველ ადგილად უნდა იქცეს. წარმატებები მინდა ვუსურვო ინოვაციების ცენტრის ახლადდანიშნულ დირექტორს – ავთო თავდიშვილს. მისი კანდიდატურა ბრწყინვალე არჩევანია ტექნოპარკისთვის! მადლობა, რომ დაბრუნდა ოზურგეთში. მჯერა, დიდ წარმატებებს მიაღწევს“ – განაცხადა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

მსგავსი სტატიები