ოზურგეთის მუნიციპალიტეტს კომპიუტერული ტექნიკა გადაეცა

  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტს კომპიუტერული ტექნიკა გადასცა.

7 პერსონალური კომპიუტერი, 5 პორტატული სკანერი და 2 მულტი ფუნქციური პრინტერი მოხმარდება სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის მუნიციპალური სერვისების მიწოდებას. შედეგად, მერის წარმომადგენლების დახმარებით, მოქალაქეები ადგილზე შეძლებენ სასურველი მომსახურების ელექტრონულად მიღებას.

პროექტი – შვეიცარიის, ავსტრიის განვითრებისა და თანამშრომლობის სააგენტოს და საქართველოს რეგიონული განვითრების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. კომპიუტერული ტექნიკის შეძენა და მუნიციპალიტეტებისთვის გადაცემა UNDP-ის პროექტის – „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა.

შეხვედრას, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ თალაკვაძე, მერის პირველი მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ.

 

       

მსგავსი სტატიები

შრიფტის ზომა
აირჩიეთ ფერი