ავთანდილ თალაკვაძემ სოფლებში მერის წარმომადგენლები დანიშნა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, სოფლებში მერის წარმომადგენლები დანიშნა და მათთან ადმინისტრაციული ხელშეკრულებები გააფორმა.

📌 ბახვის ადმინისტრაციული ერთეული – კახაბერ მგელაძე;

📌 დვაბზუს ადმინისტრაციული ერთეული – ლაშა გოგოტიშვილი;

📌 ლიხაურის ადმინისტრაციული ერთეული – ნანა წითლიძე;

📌 თხინვალის ადმინისტრაციული ერთეული – ვალერი ჩხაიძე;

📌 შრომის ადმინისტრაციული ერთეული – ვეფხვია სიხუაშვილი.

„კიდევ ხუთ სოფელში საკადრო გადაწყვეტილებები მერის წარმომადგენლების დანიშვნაზე უკვე მივიღე. მათი საქმიანობის შეფასების მთავარი კრიტერიუმები იქნება უშუალო კომუნიკაცია მოქალაქეებთან; პრობლემების დროული დამუშავება და მოგვარებაზე ზრუნვა, ასევე, სოფლებისთვის საჭირო მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაობა.
როგორც წინასაარჩევნო კამპანიის დროს განვაცხადეთ – მზად ვართ ყველა ადამიანთან თანამშრომლობისთვის, ვინც სამართლიანად, პროფესიონალიზმით და გულწრფელად ემსახურებოდა საზოგადოებას და მუნიციპალიტეტს“ – აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კონსულტაციები და განხილვები სრულდება. მერის წარმომადგენლების და მათი თანაშემწეების პოზიციებზე მიმდინარეობს დანიშვნების პროცესი და ახლო მომავალში გახდება ცნობილი.

მსგავსი სტატიები