![](http://ozurgeti.mun.gov.ge/wp-content/uploads/2022/03/IMG_3487-300x200.jpg)
2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის პროექტი განიხილეს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე.
სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. კომისიის წევრებმა დეტალურად იმსჯელეს იმ სოციალურ პროგრამებსა და სერვისებზე, რომლითაც მოსახლეობა ისარგებლებს.
კომისიამ გადაწყვიტა, დადგენილების პროექტი წარდგენილ იქნას საკრებულოს სხდომაზე განხილვისა და დამტკიცების მიზნით.
მსგავსი სტატიები